ლეჟავა პაატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პაატა ლეჟავა – დაიბადა 1972 წლის 15 ოქტომბერს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1994).
სამუშაო გამოცდილება
- იურისტი (1996-2003).
- პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
- პარლამენტის წევრი (2008- 2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: მაჟორიტარი, №53 ვანის საარჩევნო ოლქი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილე.