მაჭავარიანი არჩილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არჩილ მაჭავარიანი – დაიბადა 1951 წლის 20 იანვარს ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი (1975).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მერაბ კოსტავას საზოგადოება, ჯანმრთელობის დაცვის კომისიის, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი;
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).