მდინარაძე თემურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თემურ მდინარაძე – დაიბადა 1946 წლის 8 ივნისს თბილისში.
განათლება – ოდესის მიხეილ ლომონოსოვის სახ. კვების მრეწველობის ინსტიტუტი (1970); ასპირანტურა (1973-77).
სამუშაო გამოცდილება
- სამეურნეო საქმიანობა (1971-81);
- სამეცნიერო საქმიანობა 1981 წლიდან;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისიის წევრი;
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, მამულის აღორძინების საზოგადოება.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს წევრები