მელქაძე ოთარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოთარ მელქაძე – დაიბადა 1938 წლის 8 აპრილს თბილისში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (1961). სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა პარტიულ ხელმძღვანელ თანამდებობებზე;
- მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1985-91);
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი;
- თსუ უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; პროფესორი 1992 წლიდან;
- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი 1993 წლიდან;
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;
- პარლამენტის წევრი (1995-99): ედპ-ის პარტიული სიით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი.
სამეცნიერო წოდებები
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი;
მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოების ავტორი.
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015