მეტრეველი ლევან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლევან მეტრეველი – დაიბადა 1966 წლის 15 თებერვალს თელავში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1989); ასპირანტურა (1993);
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას;
- თსსუ დეკანი (2002-2004);
- ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი (2002-2004): საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი“;
- პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2008-2011, 2011-2013).