მეტრეველი პეტრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პეტრე მეტრეველი – დაიბადა 1941 წლის 29 სექტემბერს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1963); ასპირანტურა (1970).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო;
- პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი;
- საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი (2008-2010);
- ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი (2010-2014): პარტიული სიით - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.