მოლოდინი მარინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფაილი:Example.png
მარინა მოლოდინი
მარინა მოლოდინი – დაიბადა 1958 წლის 22 თებერვალს დუშეთში.
განათლება – უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი (1982).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას.
- პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სიით, ფრაქცია სმკ-ს მდივანი, თვითმმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
- პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №28 დუშეთის საარჩევნო ოლქი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტის წევრი.
- პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი.