ნათაძე მაია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაია ნათაძე – დაიბადა 1929 წლის 27 მაისს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1952).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“.
სამეცნიერო წოდებები
- ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
- სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიების, პროზაული და პოეტური მხატვრული თარგმანების ავტორი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).