ნათაძე ნოდარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნოდარ ნათაძე – დაიბადა 1929 წლის 27 მაისს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1952); ასპირანტურა (1955).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრი (1989-90).
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, მთაწმინდის №9 საარჩევნო ოლქი;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი (1991).
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, №5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „11 ოქტომბერი“, სახალხო ფრონტი, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომისიის თავმჯდომარე.
სამეცნიერო წოდებები
- ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
- მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).