ნაყოფია კობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კობა ნაყოფია – დაიბადა 1969 წლის 22 თებერვალს ქ. გალში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1993).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას.
- პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №23 ბოლნისის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: მაჟორიტარი, №23 ბოლნისის საარჩევნო ოლქი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
'