ნიკოლაიშვილი რამაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რამაზ ნიკოლაიშვილი – დაიბადა 1965 წლის 17 ივნისს თბილისში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი (1990).
სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა საქართველოს საგადასახადო ინსპექციაში;
- გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი (2008);
- თავდაცვის მინისტრის მოადგილე (2008);
- საავტომობილო გზების დაპარტამენტის თავმჯდომარე (2008-2010);
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (2010-2012).
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.