ოქროცვარიძე თენგიზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თენგიზ ოქროცვარიძე – დაიბადა 1953 წლის 28 აგვისტოს საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის ფაკულტეტი (1976).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეურნეო საქმიანობა.
- საგარეჯოს რაიონის გამგეობის თავმჯდომარე (1997-2003);
- საქართველოს პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, №11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქი, ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.