პაპუაშვილი ზაზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზაზა პაპუაშვილი – დაიბადა 1964 წლის 20 ოქტომბერს თბილისში. მსახიობი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1986).
სამუშაო გამოცდილება
პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: მაჟორიტარული წესით, №1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი.
პრემიები
საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.