პაპუნიძე გურამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გურამ პაპუნიძე – დაიბადა 1944 წლის 2 აპრილს ქედის რაიონის სოფელ ზენდიდში.
განათლება – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი (1970). სამხედრო სამსახური (1964-67).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ქედის №119 საარჩევნო ოლქი.
სამეცნიერო წოდებები
- ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი;
- მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიების ავტორი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).