პატიაშვილი ჯუმბერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯუმბერ პატიაშვილი – დაიბადა 1940 წლის 5 იანვარს ლაგოდეხში.
განათლება – სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი (1962); ასპირანტურა (1964).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო და სამეცნიერო საქმიანობას.
- საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი (1985-89).
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი.
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): მაჟორიტარული წესით, №5.27 მცხეთის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „ერთობა“.
- პარლამენტის წევრი (1999-2004): რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი.
- საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (1995, 2000).
- პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, №32 გორის საარჩევნო ოლქი, აგრარული კომიტეტის წევრი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს თანამდებობის პირები
- საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები