ჯგუშია თენგიზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:19, 14 აპრილი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯგუშია თენგიზ – დაიბადა 1968 წლის 5 ივლისს ზუგდიდში.
განათლება
- ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1992).
- სამხედრო სამსახური (1987-89).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა ეროვნულ ბანკში (1993-95);
- საქართველოს პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დასაქმების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.
- პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქი, ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი.