ჯიქია ბონდო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:56, 15 აპრილი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯიქია ბონდო – დაიბადა 1938 წლის 5 დეკემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭაქვინჯში.
განათლება
საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი (1961).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
- სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე (1992).
- საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში (1993-2003).
ვახტანგ გორგასლის და ღირსების ორდენების კავალერი.