ყიფშიძე ნიკოლოზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიკოლოზ ყიფშიძე – დაიბადა 1952 წლის 12 ოქტომბერს თბილისში. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1975); ასპირანტურა (1992).
სამუშაო გამოცდილება
- სამედიცინო-სამეცნიერო საქმიანობა.
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი.
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.