ყურაშვილი თამაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თამაზ ყურაშვილი – დაიბადა 1938 წლის 17 ივნისს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1960); ასპირანტურა (1965).
სამუშაო გამოცდილება
- სამედიცინო სამეცნიერო საქმიანობა.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, ცაგერის საარჩევნო ოლქი, საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
სამეცნიერო წოდებები
- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
- სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიების ავტორი.