შელია გულნარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გულნარა შელია – დაიბადა 1952 წლის 9 სექტემბერს ქუთაისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1976), ასპირანტურა (1982-85).
სამუშაო გამოცდილება
- სამედიცინო, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა.
- პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
სამეცნიერო წოდებები
- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
- სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიების ავტორი.
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.