ჩიქოვანი ირაკლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ირაკლი ჩიქოვანი – დაიბადა 1980 წლის 28 აგვისტოს ზუგდიდში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (2002).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე.
- ეროვნული უშიშროების საბჭოში (2004-2006);
- საგარეო საქმეთა სამინისტროში (2006-2007);
- გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე (2007-2009).
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.