კვადრიგა – (რომ.) ორბორბლიანი ეტლი, რომელშიც ოთხი ცხენი იყო შებმული. მას ფეხზე მდგომი მეეტლე მართავდა.
კვადრიგა ჰელიოსის მუდმივი ატრიბუტია. ხშირად აპოლონსაც წარმოსახავდნენ ამ ეტლით.
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის