ჩხეიძე ნატო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნატო ჩხეიძე – დაიბადა 1960 წლის 1 ივნისს გორში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1984), თსსი პათანატომიის კათედრის ორდინატურა (1984-86).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას.
- პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით, ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტის და დროებითი სამანდატო კომისიის წევრი.