ჩხეიძე პაატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პაატა ჩხეიძე – დაიბადა 1955 წლის 19 ნოემბერს გორში.
განათლება – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1977).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, გორის ვარიანის №32 საარჩევნო ოლქი, განათლების კომისიის წევრი;
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): კომპენსაციის სიით, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, ადგილობრივი თვითმმართველობის კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).