აბაშიძე სოსო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოსო აბაშიძე – (1953-2013), პოეტი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი – დაიბადა ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში, 1953 წლის 17 აპრილს.

1971 წელს დაამთავრა ხულოს საშუალო სკოლა, 1975 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტის სპეციალობით.

სოსო აბაშიძის პირველი ლექსები დაიბეჭდა ახალგაზრდა ავტორთა კრებულში „ყვავილობა“ ავტორია წიგნებისა: „გააღეთ კარი“, ლექსები (1982), „ჟამი ფრთის გასწორებისა"“, ლიტერატურული წერილები (1986), „გახელილი სარკმელი“, ლექსები (1987), „გუმბათი ცასთან“, ლექსები (1990), „სალამი ჩემო“, ლექსები (1994), „დრო მიჰქრის“, ლიტერატურული წერილები (2004) და სხვ.

შექმნა მრავალი საინტერესო სატელევიზიო საავტორო გადაცემა. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: საქართველოს ტელე-რადიოს კორესპონდენტად, საქართველოს ტელე-რადიოს ბიუროს ხელმძღვანელად აჭარაში, აჭარის ტელე-რადიოს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ.

იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი, აჭარის დამსახურებული ჟურნალისტი.


წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები