აბულმუგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბულმუგი, აბულმუქი – ნასოფლარი მაშავერის ხეობაში, დმანისის ნაქალაქარის მახლობლად (ბოლნისის რაიონი). ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, აბულმუგი დაბა ყოფილა, სადაც მოიპოვებდნენ რკინასა და სპილენძს. X საუკუნეში სოფელში აუგიათ დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც XVIII საუკუნეში შეუკეთებიათ. ამჟამად შემორჩენილია ნანგრევები.