ადეიშვილი ნოდარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ადეიშვილი ნოდარ (1935 − 2010), ქართველი პოეტი, დაიბადა სოფელ ხიბლარში (სამტრედია); პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1956 წელს გაზეთ „წინსვლაში”. მას ეკუთვნის ლექსთა კრებულები: „შენ დამრჩი საფერებელი” (1972), „თოვლის სინათლე” (1976), „ღამის ცა” (1977), „შენს სიყვარულში” (1979), „მთვარის გზები” (1981), „სარკის ნატეხები” (1983), „შეგხედავ, გამიხარდება” (1984), „ჩიტების მხარე” (1985), „მგზავრები” (1987), „სულ ეს ყოფილა” (1989) და სხვა.
- სიყვარულმა გამახსენა
- ვინატრე და ამოთენდა,
- ამომწვანდა, ამობრწყინდა,
- ჩვენი ძველისძველი მცხეთა,
- ჩემი ძველი ყოვლადწმინდა.
- სიხარულმა გამიხსენა,
- სიყვარულმა გამიტყუა...
- ისევ თეთრი ჩიტის სტვენა
- საყდარსა და საყდარს შუა.
- ჰოდა, ცა რომ მესინათლა,
- იმ მტრედისფერ ცას ვუგალობ...
- ალუბალო, მზე შინა და
- მზე გარეთა, ალუბალო!
- ვინატრე და ამოთენდა,