ადსტრატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადსტრატი – (ლათ. < ad – გვერდით, -თან და stratum – ფენა, შრე), ერთ ტერიტორიაზე ხანგრძლივი თანაარსებობისა და ენობრივი კონტაქტების დროს ერთი ენის მეორეზე გავლენით, უმთავრესად ბილინგვიზმის გზით, მიღებული ენობრივი თავისებურებები. სუბსტრატისა და სუპერსტრატისაგან განსხვავებით, ადსტრატი არ გულისხმობს ეთნიკურ ასიმილაციასა და ენათა აღრევას. იგი ორი დამოუკიდებელი ენის ურთიერთგავლენის შედეგია. ურთიერთგავლენას შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც გენეტიკურად განსხვავებულ, ისე მონათესავე ენებსა და ერთი ენის დიალექტებს შორისაც. მაგ. ადსტრატულმა მოვლენებმა ქართ.-სვანურ, ქართ.-მეგრულ, ქართ.-ჭანურ ურთიერთობათა შედეგად ქართული ენის დიალექტებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია.

ბ. ჯორბენაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები