ალაგრეკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალაგრეკი — (ფრ. à la grecque), ნაგებობის გარე სარტყელთა, ფრიზების, ბაზისებისა და შიდა კარნიზების სამკაული. შედგება ერთი ან ორი განმეორებადი, ურთიერთგადახლართული აღმავალი ან დამავალი, სწორი კუთხით შემხვედრი მეანდრისაგან.