ალიბა
ალიბა - თამაში. ოთხი თამაშობდა. მოთამაშეები თითო გაშლილ ხელს წინ გამოსწევდნენ და მიცემულ ნიშანზე ხელის წრეზე ბრუნვას იწყებდნენ. ერთ-ერთი მოთამაშე დაიძახებდა – „ალიბა” და მოთამაშეები ხელის ბრუნვას წყვეტდნენ. თუ მოთამაშეებს ალიბას დაძახებისას ხელები ერთნაირ მდგომარეობაში აღმოაჩნდებოდათ, მაშინ თამაში გაგრძელდებოდა. თუ ერთს ხელის გული ამობრუნებული ჰქონდა და სამს კი ხელი ხელის ზურგით ეჭირა ანდა პირიქით, მაშინ ის ერთი გავიდოდა. ხელი ყველას ერთნაირ მდგომარეობაში უნდა ჰქონოდა. გასული მოთამაშის ნაცვლად შეიძლება სხვა მოთამაშე „შემოტოლებულიყო”. ბოლოს ერთი მოთამაშე დარჩებოდა. თამაში დასაშვებია ამ ეტაპზე შემწყდარიყო, შეიძლება გაგრძელებულიყო და თვალხუჭობანა, კურდღელობია, მგელობია ეთამაშათ. დარჩენილი მოთამაშე „მჭირავი” – მგელი ანდა „თვალის დამხუჭავი” იქნებოდა.
ლიტერატურა
ნოღაიდელი, 2015.