ალოფსი კლაუს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლაუს ალოფსი

კლაუს ალოფსი − (გერმ. Klaus Allofs;დ 5 დეკემბერი 1956 გერესჰეიმში, გფრ), გერმანელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაში დაიწყო მშობლიურ ქალაქში. შემდეგ თამაშობდა დიუსელდორფის „ფორტუნაში" (1972-81), „კიოლნში” (1981-87), მარსელის „ოლიმპიკში" (1987-90) და „ვერდერში“ (1991-93). გერმანიის (გფრ) ნაკრებში ჩაატარა 56 მატჩი (პირველი: 11.10.1978, ჩეხსოსლოვაკია 4-3, ბოლო: 31.3.1988 შვედეთი 1-1) და გაიტანა 17 გოლი. მონაწილეობდა მსოფლიოს 1986 წლის და ევროპის 1980 და 1984 წლების ჩემპიონატებში. ბუნდესლიგის 1979 (22) და 1986 (26) წლების საუკეთესო ბომბარდირი. 1992 წლის ევროპის თასების თასის მფლობელი.





წყარო

ფეხბურთი:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები