ამფორისკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამფორისკი – (ძვ. ბერძ. αμφορισκος), ძველბერძნული ჭურჭელი სხვადასხვა სითხის შესანახად თუ გადასატანად. ძირითადად ორი ტიპისაა: პირველი ჩაიდნისებური ფორმისაა (აქვს დაბალი ფართო ქუსლი, დიდი, მაღალი და ზემოთკენ გაგრძელებული ტანი, რომელიც მთავრდება: მოკლე ყელ-პირით), მეორე ტიპის ასკი ბრტყელტარიანია (შუაგულ ში უმბონივით ამობურცული) და მას ზოგჯერ გუტუსს უწოდებენ.