ამწე საავტომობილო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამწე საავტომობილო – თვითმავალი სატვირთო-განმტვირთავი მანქანა, დამონტაჟებული ავტომობილის შასიზე, რომელსაც აქვს სამუშაო ორგანო მოძრავი კონსოლური ისრის სახით. ამწის ნაწილების მოძრაობაში მოსაყვანად გამოიყენება ელექტრული, ჰიდრავლიკური და მექანიკური მოწყობილობები, რომლებიც სიმძლავრეს იღებენ ავტომობილის ძრავისგან. საავტომობილო ამწის ტვირთამწეობა და ისრის შვერა სხვადასხვაა. ტვირთის აწევის პროცესში, ამწის მდგრადობის შენარჩუნება ხდება გამოსაწევი (გასაშლელი) საყრდენების (აუტრიგერების) მეშვეობით. საავტომობილო ამწე გამოიყენება დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოებისათვის, კონსტრუქციებისა და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობების დასამონტაჟებლად.