ანაკრისისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანაკრისისი (άνάκρισις სიტყვასიტყვით „გამოცდა“.) - ათენში წინასწარი მოსმენა იმ საჯარო მოხელის, რომლის წინაშეც სასამართლოში (დიკასტერიონი) საქმე მოგვიანებით იქნებოდა განხილული. ის არ უნდა იქნეს გაიგივებული სამოქალაქო კანონმდებლობის სისტემათა საგამოძიებო ინსტრუქციასთან (მითითებასთან). ათენელი მაგისტრატის მოქმედების თავისუფლება ძალზე შეზღუდული იყო. დიაიტეტესისგან (არბიტრისაგან) განსხვავებით მას არ შეეძლო საქმის გადაწყვეტა.

სამწუხაროდ, ამ პროცედურის შესახებ ცოტა რამ ვიცით. სავარაუდოდ, მოდავე მხარეებს ანაკრისისის დროს ყველა დოკუმენტი, როგორებიც იყო კონტრაქტი, ანდერძი, კანონები, რომელთა გამოყენებასაც ისინი სასამართლო სხდომაზე აპირებდნენ, დალუქულ ქოთანში უნდა ჩაედოთ. შესაძლებელია, ეს წინასწარი მოსმენა მოდავე მხარეებს სასამართლო სხდომისათვის მოსამზადებლად ეხმარებოდა იმით, რომ მათ შეეძლოთ თავიანთი მოწინააღმდეგის მტკიცებულებათა წინააღმდეგ მიეღოთ ზომები. ძვ. წ. IV საუკუნეში ძალზე მცირეთანხიანი კერძო ბრალდების საქმეთა დიდი ნაწილი ანაკრისისის შემდეგ უშუალოდ მოხელეს მიერ წყდებოდა.






წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო(ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები