ანდანტე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანდანტე - (იტ. andante)
1. საშუალო სიჩქარის ტემპის ძირითადი აღნიშვნა, რომელიც მშვიდ, მხნე ნაბიჯს შეესაბამება.
2. ამ ტემპით დაწერილი პიესის აღნიშვნა იმ შემთხვევაში, როდესაც მას საკუთარი სახელწოდება არა აქვს.
3. სონატური ციკლის ნელი ნაწილების გავრცელებული ტემპი. გამოთქმები „ანდანტე ამა და ამ სიმფონიიდან“, ან „ანდანტე ამა და ამ კვარტეტიდან“, გულისხმობენ ამ ნაწარმოებების ნელ ნაწილებს; იმ შემთხვევაშიც კი როდესაც მათი ტემპი სხვაგვარადაა აღნიშნული.