ანომია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანომია - (anomie), კულტურული დეზინტეგრაცია, გამოწვეული შინაგანი და/ან გარეგანი ფაქტორებით, რომელთა შედეგად ადამიანებისათვის მნიშვნელობას კარგავს და მათზე ზეგავლენას აღარ ახდენს კულტურული ნორმები, ფასეულობანი და ჩვევები; საზოგადოებაში სოციალური ნორმების კონფლიქტის შედეგად განვითარებული უკანონობა და აღრევა; ინდივიდის ზნეობრივი ნორმებისა და ფასეულობების გაქრობა ან შესუსტება, რომელსაც ახასიათებს შფოთვა, იზოლაცია და პიროვნული დეზორიენტაცია.