ანძა (ცირკი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანძა – საცირკო იარაღი, ვერტიკალურად დამაგრებული მილი, ლატანი ან ბამბუკი. გამოიყენება თავისუფლად დაკიდებულ მავთულზე ეკვილიბრისტიკული ნომრების შესრულებისას (ორ დამაგრებულ ანძას შორის იკიდება გვარლი).
|