არიანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვინტუს ფლავიუს არიანე – ძველი ბერძენი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და გეოგრაფი. იგი დაიბადა (დაახლ. 95 წ-) მცირე აზიის პროვინცია ბითვინიის მთავარ ქალაქ ნიკომედიაში, დაბადების წელი ზუსტად არ არის დადგენილი, თარიღად დაახლოებით 175 წელია მიჩნეული. მას ბრწყინვალე ბერძნული განათლება მიუღია, ფლობდა ბერძნულსა და ლათინურ ენებს, კარგი მომზადება გაუვლია რიტორიკისა და ფილოსოფიის დარგში, როგორც მწერალი, არიანე ქსენოფონტს ჰბაძავდა, ხოლო ფილოსოფიაში მისი მასწავლებელი ეთიკური ფილოსოფიის წარმომადგენელი ეპიკტეტე ყოფილა. ნიკომედიაში არიანე რამდენიმე წელს უსმენდა ეპიკტეტეს და, როცა ფილოსოფიის შესწავლა დაუმთავრებია, რომის სახელმწიფოს სამსახურში შესულა. ერთი წარწერის მიხედვით, 116 წელს არიანე იმ კომისიაში მონაწილეობდა, რომელსაც დელფოს ტაძრის „საღვთო“ მიწის ზუსტი საზღვრები უნდა დაედგინა. 121–124 წლებში იმპერატორ ადრიანეს მისთვის კონსულის წოდება უბოძებია, 131 წლიდან 137 წლამდე იმპერატორის პირადი ლეგატის სახით არიანე კაპადოკიის პროვინციას განაგებდა. მაგრამ, ჩვენთვის უცნობი მიზეზით, იგი ჩამოუშორებიათ სახელმწიფო და სამხედრო საქმეებში მონაწილეობისაგან. მიუხედავად ამისა, 147 წელს რომის იმპერატორის თანხმობით, იგი ათენში არქონტეპონიმად აურჩევიათ, ხოლო მომდევნო პერიოდში ნიკომედიაში მიწისქვეშა სამეფოს ქალღმერთის – პერსეფონეს და დემეტრას ქურუმი გამხდარა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები