არლეკინადა
არლეკინადა – მცირე სცენების სახეობა, რომლის მთავარი მოქმედი გმირია არლეკინო და კომედია დელ’არტეს სხვა პერსონაჟები. არლეკინადა იყო მე-18 საუკუნის ფრანგული ბაზრობების თეატრის პოპულარული ჟანრი. მის მცირე ზომის, უფრო ხშირად, ერთაქტიან პიესებში სჭარბობდა ანტომიმის, სიმღერის, ცეკვის ელემენტები. არლეკინადის ტრადიციული სიუჟეტური სქემა იყო სასიყვარულო პერიპეტიები, მძაფრი კომიკური სიტუაციები ცალკეული პაროდიულ-სატირული მინიშნებებით საჭირბოროტო თემებზე. მის ავტორთა შორის არიან: ლესაჟი. მარივო, დორნევალი, პირონი, პანარი, ფლორიანი და სხვ.
არლეკინადის ნიმუშები მოცემულია ლესაჟის თხზულებათა კრებულში „ბაზრობის თეატრი ანუ კომიკური ოპერა“ („le theatre de la foire ou l’opera-comique“, პარიზი, 1721-37).
არლეკინადის ვარიაციებმა გავრცელება ჰპოვა სხვა ევროპულ თეატრებშიც (ბურლესკი, კლოუნადა).