ასონანსური რითმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ასონანსური რითმა – არაზუსტი რითმა, რომელშიც ხმოვნები მეორდება, თანხმოვნები კი რამდენადმე ურთიერთგანსხვავებულია.
ასონანსური რითმა რამდენიმე სახისაა იმისდა მიხედვით, თუ რა ხასიათისაა თანხმოვანთა განსხვავებულობა:
- 1. შიდა თანხმოვნის (თუ თანხმოვნების) დაკლება რითმის ერთ თანაწევრში (უხილავი − მხიბლავი).
- 2. ბოლო თანხმოვნის დაკლება რითმის ერთ თანაწევრში (თავიდან − ავიდა).
- 3. გამეორებულ თანხმოვანთა გადასმ-გადმოსმა (დამათოვს-მადათოვს).
- 4. მონათესავე თანხმოვანთა შეხვედრა (ნამგალი-სამკალი).
- 5. სრულიად სხვადასხვა თანხმოვანთა შეხვედრა (ფერგადაშლილი-ყვავილი).