ატმის ლიქიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ატმის ლიქიორი
1 კგ ატამი;
1 ლ სპირტი;
1 კგ შაქრის სიროფი.
კარგად დამწიფებულ ატამს გავაცალოთ კანი, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ ქილაში, დავასხათ სპირტი და დავდგათ მზიან ადგილზე 1-1,5 თვის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ, შევურიოთ სიროფი, კარგად ავურიოთ, ისევ გავწუროთ, ჩავასხათ ბოთლებში და შევინახოთ დაწვენილ მდგომარეობაში.