ბალკონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბალკონი − (იტალ. balcone – აივანი), მაყურებელთა ადგილები თეატრში, განლაგებული ამფითეატრის პრინციპით, რამდენიმე რიგად მაყურებელთა დარბაზის სხვადასხვა იარუსებზე (I, II, III – იარუსზე) სცენის პირდაპირ. ზოგიერთ თეატრში ბალკონები განთავსებულია მაყურებელთა დარბაზის გვერდითა ნაწილებშიც.