ბაობაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაობაბი

ბაობაბი − (ლათ. Adansonia digitata), ტროპიკული გიგანტური ხე ბალბისებრთა ოჯახისა. იზრდება სუბ-საჰარული აფრიკის ცხელ სავანებში. აქვს ძალზე მსხვილი ღერო, რომლის გარშემოწერილობა 25 მ-ს აღწევს, სიმაღლე 18-25 მ-ს. მისი ზრდის ტემპს განაპრობებს გრუნტის წყლების არსებობა ან წვიმის ნალექების რაოდენობა. ცოცხლობს დაახლოებით 1500 წელს. ბაობაბის სქელი ქერქისაგან იღებენ ბოჭკოს და ამზადებენ თოკსა და უხეშ ქსოვილებს. მერქნისგან – ნავებსა და ქაღალდს. მის ფოთლებსა და ნაყოფს ადამიანები გამოიყენებენ საკვებად და სამკურნალოდ. ბაობაბის წითელი წვნიანი რბილობი, ნაყოფი, ფოთლები, ტოტები და თვით ღეროც კი მნიშვნელოვანი საკვებია ცხოველებისთვის.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები