ბელეტრისტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბელეტრისტიკა – (ფრანგ. belles lettres ნატიფი სიტყვიერება), პროზაულ ეპიკურ ნაწარმოებთა (რომანის, მოთხრობის, ნოველის და სხვ.) საერთო სახელწოდება. ბელეტრისტი –- მწრალი, რომელიც ასეთ ნაწარმოებებს ქმნის.
არსებობს, აგრეთვე, ცნება ბელეტრიზაცია, რაც გულისხმობს მეცნიერულ-დოკუმენტური მასალის შეხამებას მხატვრული თხრობის ელემენტებთან მეცნიერულ-მხატვრულ ლიტერატურაში.