ბერიკაშვილი პაატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაატა ბერიკაშვილი

ბერიკაშვილი პაატა − (1961 − 2017), ქართველი პოეტი და მწერალი. 1985 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „ღამის სეანსი”; (1993), „ქარი ქალაქში” (2015) და მოთხრობების რამდენიმე წიგნი.


დამშვიდობება
ღამეა... ცივა, ვალაგებ ჩანთას...
− ისევ მიდიხარ?
− ხომ დავბრუნდები?
იქ სადღაც ლურჯი ღრუბელი ჩანდა
და წეროების თეთრი გუნდები...
რომ დავრჩე, იქნებ უეცრად მოვკვდე...
ასე დაღლილი, ასე შიშველი...
და იმ ღრუბლების მივაწყდე კბოდეს...
შენ ვერ მიშველი... შენ ვერ მიშველი...
შენ გამატანე წყალი და პური...
და ყვავილების ძველი საბანი...
და მომიყევი, წყალს რომ აპკურებ,
რეებს გიყვება იასამანი...
მე მიყვარს, როცა დაღლილი გტოვებ,
სიმარტოვემდე რა მანძილია...
როგორ გაუძლო წვიმებს და თოვებს...
მაგ თეთრმა ფარდამ და მანტილიამ...
მაგრამ ჯერ არა... მე თავად გეტყვი,
როცა სულს დაღლის ყინვის ეკლები,
როცა წავალ და შენს თეთრ ფარდებზე
უკანასკნელად ავირეკლები.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები