ბიბლიის ენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბიბლიის ენა - ბიბლიის ენებია: ებრაული, არამეული და ბერძნული კოენე (ფუძე) ენა.
ებრაული ენა წმინდა ენად იყო მიჩნეული და მას მღვდელმთავრები ბიბლიის კითხვისას მიმართავდნენ. ახალი აღთქმის არამეული და ბერძნული კოენე ენა (ალექსანდრიული დიალექტი) ისრაელში დამკვიდრდა ძვ. წ.აღ. VI საუკუნიდან და იგი გამოიყენებოდა ვაჭრობაში და დიპლომატიაში. ქრისტეს დროს იგი უკვე სახალხო ენად იყო აღიარებული. ძვ. აღთქმა თითქმის მთლიანად ებრაული და არამეული ენითაა დაწერილი, ახალი აღთქმა - კოენე ბერძნული ენით, გარდა მათეს სახარებისა. იგი დაწერილია ებრაულ ენაზე.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.