ბიეთი (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბიეთი – სოფელი საქართველოში, 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, შემდეგ გორის მუნიციპალიტეტში 2006 წლიდან კი ერედვის მუნიციპალიტეტში, 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
ბიეთი მდებარეობს მდინარე მეჯუდის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ცხინვალიდან 30 კილომეტრი, გორიდან — 27 კილომეტრი.
|
წყარო
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია