ბიომრავალფეროვნების კონვენცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბიომრავალფეროვნების კონვენცია (1992 წ) – წარმოადგენს ერთ-ერთ გლობალურ და მრავალმხრივ კონვენციას (ხელმოწერა 1992 წლის 5 ივნისი, ძალაშია 1993 წლის 29 დეკემბერიდან). კონვენციის უმთავრეს მიზნებად განცხადებულია ეკოსისტემის მრავალფეროვნების დაცვა, მისი კომპონენტების გამოყენების, სამართლიანი და თანაბარი სარგებლობის ერთობლივი მიღების აღიარება, გენეტიკური რესურსების ათვისებაში ყოველმხრივი (ამ რესურსებთან დაშვებისა და აუცილებელი ტექნოლოგიების უფლებების გადაცემა, შესაბამისი დაფინანსება) ხელშეწყობა.