ბიტ-ი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბიტ-ი – ჯაზის მაჯისცემა. რეგულარული მეტრული პულსაცია. თანაბარზომიერი მეტრული აქცენტების მონაცვლება, რითაც იქმნება შინაგანი მოძრაობა. ზანგურ მუზიცირებაში ტრადიციულია ტაქტის ოთხივე წილის თანაბარი აქცენტირება („four beat“), ან მეორე და მეოთხე წილის აქცენტირება.