ბოლივარი სიმონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიმონ ბოლივარი - (Bolivar 1783-1830), სამხრეთ ამერიკის ესპანური კოლონიების განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1819-30 წლებში დიდი კოლუმბიის პრეზიდენტი.
1824 წელს მისმა არმიამ პერუში დაამარცხა ესპანეთის ჯარები და 1825 წელს ბოლივარი სათავეში ჩაუდგა ზემო პერუს ტერიტორიაზე დაარსებულ რესპუბლიკას, რომელსაც მის პატივსაცემად ბოლივია ეწოდა.